30/10/2024
23:47
პოლიტიკა
ჩვენი დამკვირვებლები იყვნენ დაახლოებით, 230-235 უბანზე განლაგებული უბნის გარეთ და ამ უბნების რაოდენობის 13 %-ის შემთხვევაში მინიმუმ ერთი შემთხვევა მაინც დააფიქსირეს, როდესაც სავარაუდო ამომრჩევლის მოსყიდვა იყო - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ლევან ნატროშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„მოსყიდვის ფაქტებზე, როცა ვსაუბრობთ მხოლოდ არჩევნების დღეს არ ვგულისხმობთ, ვგულისხმობთ წინასაარჩევნო პერიოდს. წინასაარჩევნო პერიოდში მოსყიდვის კუთხით ჩვენ გვქონდა რამდენიმე ფაქტი, რომელიც ეხებოდა უშუალოდ სიკეთის გადაცემის სანაცვლოდ ხმების მოსყიდვას, მაგრამ ამავე დროს, გვქონდა ბევრი შემთხვევა, როდესაც პირადობის მოწმობის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას სთავაზობდნენ მოქალაქეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენთან რამდენიმე ათეული ცნობა შემოვიდა ამის შესახებ...სტატისტიკა არ გვიწარმოებია რამდენი ცალი პირადობა იყო გადაცემული...“ - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
0
0