-share.jpg)
პარიზის მერმა ან იდალგომ მდინარე სენაში გაცურა. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზის ოლიმპიადაზე მოცურავეები სენაში იასპარეზებდნენ, გაჩნდა კითხვები მდინარის სისუფთავის და უსაფრთხოების შესახებ. ამ ეჭვების საპასუხოდ პარიზის მერმა თქვა, რომ თავდაპირველად ის გაცურავდა სენაში.
ან იდალგომ სპეციალური საცურაო ფორმით სენაში ოლიმპიური თამაშების კომიტეტის პრეზიდენტთან, ტონი ესტანგესთან და ილ-დე-ფრანსის პრეფექტთან, მარკ გიომთან ერთად გაცურა. პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საწყლოსნო სახეობებში შეჯიბრი რამდენიმე დღეში დაიწყება. როგორც ცნობილია, 17 ივლისის დილას სენაში წყალი 20 გრადუსის ტემპერატურის იყო. პარიზის მერამდე 13 ივლისს, სენაში ასევე გაცურა საფრანგეთის სპორტის მინისტრმა ამელი ოდეა-კასტერამ.
იმის მიუხედავად, რომ ივნისის თვე პარიზში უხვნალექიანი იყო, მერიის და პრეფექტურის კვლევის შედეგებით, მდინარე სენის ბაქტერიოლოგიური ანალიზი დადებითი იყო.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026