საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში „დინამო არენაზე“ ლუქსემბურგი ანგარიშით 2:0 დაამარცხა და პლეიოფის ფინალში გავიდა.
ორივე გოლის ავტორი ბუდუ ზივზივაძეა.
გუშინდელი თამაშს დიდი ოვაციები მოჰყვა.
ლუქსემბურგის გულშემატკივრები ბუნებრივია, განაწყენდნენ... ხშირი იყო დაპირისპირება ქართველ და ლუქსემბურგელ გულშემატკივარს შორის, სიტყვიერი კამათი რამდენჯერმე ბოთლების და საგულშემატკივრო ატრიბუტის სროლაში გადაიზარდა.
ლუქსემბურგელმა გულშემატკივრებმა მატჩი დასრულებიდან 20 წუთის შემდეგ, პოლიციის ზედამხედველობით დატოვეს.
მათ თავიანთი გაბრაზება შეურაცხყოფით გამოხატეს და დინამოს წინ მოშარდეს.
“შუა თბილისში, დინამოს მიმდებარე ტერიტოიაზე, სადაც ქალები და ბავშვები დადიან, ლუქსემბურგის ფანები მოურიდებლად შარდავენ, ჯგუფურად🤮 პატრული დგას და ხმას არ იღებს...” - წერს სოცქსელში მოქალაქე.
ნახეთ ლუქსემბურგის ფანების ამაზრზენი საქციელი:
0
0