
სოციალურ ქსელში კვლავ ვრცელდება შოკისმომგვრელი ვიდეო-კადრები, რომლებიც ასახავს ალავერდში დატრიალებულ ქარბორბალას.
როგორც ცნობილია, 25 ივნისს, ძლიერმა ქარბორბალამ მნიშვნელოვნად დააზიანა სამონასტრო კომპლექსის ტერიტორია: სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.
ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებათა სიმძიმის განსაზღვრა და უახლოეს დღეებში ადგილობრივ ეპარქიასა და მის მმართველ, აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად დაიგეგმება ტაძრის დაზიანებების აღმოსაფხვრელი ღონისძიებები. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით დაწყებულია ბუმბათზე ხარაჩოების დადგმა.
ნახეთ შოკისმომგვრელი ვიდეო:
0
0