27/03/2024
14:17
სხვადასხვა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. ქვეყნის პირველი პირები ოფიციალურ სხდომაზე უჩვეულო ფორმაში გამოწყობილები გამოჩნდნენ.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და მინისტრთა კაბინეტის სრულ შემადგენლობას სხდომაზე საქართველოს ნაკრების ყელსახვევებით იყვნენ წარმოდგენილები.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე საქართველოს ნაკრებს და ქვეყანას კიდევ ერთხელ მიულოცა გუშინდელი ისტორიული გამარჯვება და აღნიშნა, რომ ღირსების ორდენით დაჯილდოვდებიან ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა:
"დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომელიც გამოძახებული იყო ფინალური მატჩებისთვის. ვულოცავ მათ ღირსების ორდენს. ასევე მთლიანად სამწვრთნელო შტაბი იქნება წარდგენილი ღირსების ორდენზე და ფედერაციის ხელმძღვანელობა ასევე იქნება წარდგენილი ღირსების ორდენზე. ესენი არიან ნამდვილად ღირსეული ადამიანები და ეს არის ერთგვარი მინიმალური დაფასება, რომელიც მათ შეიძლება მიიღონ სახელმწიფოსგან" - აღნიშნა კობახიძემ.
0
0