13/01/2025
22:35
მსოფლიო
„ფოქს ნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პიტერ და ჯეკი ჰალპინებმა ექვს შვილთან და სხვა ახლობლებთან ერთად კვირას ის ადგილი მოინახულეს, სადაც ადრე მათი სახლი იდგა და ნახეს, რომ მომაკვდინებელი იტონის ხანძრისგან ირგვლივ ყველაფერი ნანგრევებად ქცეული, ღვთისმშობლის ქანდაკება კი „იდეალურ მდგომარეობაში“ იყო.
საოცარია, რომ ყველაფერი დამწვარი, ღვთისმშობლის ქანდაკება და კიდევ ერთი, წმინდა იოსების ქანდაკება კი, იდეალურ მდგომარეობაში იყო, - განუცხადა პიტერ ჰალპინმა Fox & Friends Weekend-ს კვირას.
რა თქმა უნდა, ორივე ქანდაკება ცოტა შეტრუსული იყო, მაგრამ ჩვენ უბრალოდ გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა და ვილოცეთ. ჩვენი სახლი ეძღვნება იესოს წმინდა გულს და ყოველთვის იყო მიძღვნილი. ამიტომ ვილოცეთ და შემდეგ ვიმღერეთ ის განსაკუთრებული სიმღერა, რომელიც მთელმა ჩვენმა ოჯახმა, ათწლეულებია, რაც იცის და ეს მშვენიერი იყო, - თქვა პიტერმა.
მისი მეუღლე ამბობს, რომ ემოციებისგან მუხლებზე დაეცა, როდესაც იხილა ფოტო, რომელზედაც ქანდაკება იყო და რომელიც მისმა სიძემ წინადღით გადაიღო ადგილზე ჩუმად შეპარვის შემდეგ. ამის შემდეგ მან გააცნობიერა, რომ მოუწევდათ მოელოცათ ის ადგილი, სადაც 37 წელიწადი ცხოვრობდნენ და მადლობა შეეწირათ ღმერთისთვის იქ გატარებული წლებისთვის.
ეს იყო ჩემი განზრახვა. მე მინდოდა გველოცა და მადლობა გვეთქვა ღმერთისთვის, რომ ჩვენ უსაფრთხოდ ვართ, რომ მრავალი წლის განმავლობაში ვიღებდით სტუმრებს და გვეთქვა: თუ ამას კვლავ შევძლებთ - მშვენიერი იქნება, - ამბობს ჯეკი ჰალპინი, ხოლო მისი მეღლე ამატებს:
ჩვენ არ გვქონდა განზრახული, რომ ეს ვიდეო ვირუსული გამხდარიყო. ეს მხოლოდ ოჯახისთვის იყო, მაგრამ მას საზოგადოების წარმოუდგენელი და გულწრფელი რეაქცია მოჰყვა.
0
0