18/12/2024
21:50
საზოგადოება
ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა, გივი გინტური თბილისში აქციაზე გორიდან ჩამოვიდა და გორის ვაშლი ჩამოიტანა. მან ვაშლი აქციის მონაწილეებს დაურიგა.
"მე ვარ თამაზ გინტურის ძმა, რომელიც მომიკლეს სოფელში, ეკლესიაში. ჩამოვედი თბილისში, ჩემს ახლობლებთან, მეგობრებთან, თბილისში, რომლებიც ჩამოსულები არიან აქციაზე, ჩამოვიტანეთ გორის ვაშლი და მინდა რომ პატივი ვცე ყველას და თითო ვაშლი დააგემოვნონ, გორიდან ჩამოტანილი ვაშლი", - ამბობს გივი გინტური.
ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 2023 წლის 6 ნოემბერს მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს და მომხდარიდან 3 დღეში გაათავისუფლეს. თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს.
ნახეთ ვიდეო:
0
0