27/03/2024
02:00
სპორტი
“ეს იყო ერთ-ერთი ბედნიერი დღე…” - აცხადებს საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია, დღევანდელი მატჩის შემდეგ.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ერთ-ერთი, სპორტსმენი პასუხობს, რომ “ბედნიერი იყო, როცა დაოჯახდა და რაც მთავარია, მალე მამა გახდება!”
“მინდოდა დღეს გოლიც გამეტანა, მაგრამ არ გამომივიდა”, აცხადებს კვარაცხელია.
ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და საქართველოს სასარგებლოდ - 4:2 დასრულდა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივლისს ჩაატარებს.
0
0