
"მალე დადგება ეს დრო, როცა ეს "ტრიაპკა" თავის სანაგვე ყუთში გადავარდება საბოლოოდ" - ამის შესახებ სასულიერო პირმა პარლამენტთან გამართულ აქციაზე, ევროკავშირის დროშასთან დაკავშირებით თქვა.
"ძალიან შეურაცხმყოფელია პირადად ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, რომ ამ სიწმინდის გვერდით მამათმავლობის "ტრიაპკა" არის ჩამოკიდებული, იყო ჩამოკიდებული მამათმავლობის "ტრიაპკა". და ეს არ ეკადრება საქართველოს ეს "ტრიაპკა", არ ეკადრება და მალე დადგება ეს დრო, როცა ეს "ტრიაპკა" თავის სანაგვე ყუთში გადავარდება საბოლოოდ" - თქვა მან, რის შემდეგაც, პარლამენტთან აღმართულ ჯვარზე საქართველოს დროშა მიამაგრეს.
მანამდე კი პარლამენტის წინ შეკრებილმა ალტ-ინფოს წარმომადგენლებმა ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.
მოგვიანებით, შსს-მ განაცხადა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყეს და სამართალდამრღვევებს დააჯარიმებენ.
0
0