
მეხანძრე-მაშველებმა დაკარგული მთამსვლელის ცხედარი იპოვეს. ყველასთვის საყვარელი არჩილი ბარდიაშვილი სვანებმა, სვანური დატირებით, ღირსეულად გამოაცილეს უკანასკნელად სვანური მთებიდან.
„ასე ღირსეულად გამოაცილა სვანეთმა არჩილი... სვანური ზარი... სვანური დატირება... დედას შვილი გამოატანეს ბიჭებმა...“, - წერენს სოციალურ ქსელში, სადაც არჩილის გადმოსვენების კადრებია გადაღებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედარი, დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს.
არჩილი გამორჩეული ალპინისტი იყო, რომელსაც ამ სპორტის უმაღლესი ჯილდოც კი ჰქონდა მოგებული. ბადრიაშვილი 2022 წელს 'ოქროს წერაყინის' (Piolets d’Or) გამარჯვებული გიორგი ტეფნაძესთან და ბაქარ გელაშვილთან ერთად გახდა. ქართველმა სპორტსმენებმა პრიზი პაკისტანის აქამდე დაუპყრობელ მწვერვალ სარაგარზე ასვლის გამო მიიღეს.
2020 წელს გამოვიდა ფილმი - "ახალი გზა უშბაზე", რომელიც ქართველი მთასვლელების ისტორიას მოგვითხრობს და არჩილ ბადრიაშვილი კოლეგასთან, გიორგი ტეფნაძესთან ერთად, დეტალურად მოგვითხრობს, როგორ დალაშქრეს ქართველმა ალპინისტებმა კავკასიონი.
0
0