18/03/2024
19:38
საზოგადოება
UFC-ის ჩემპიონი, ილია თოფურია საქართველოშია. ის სამშობლოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით ჩამოვიდა. ილია თოფურიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უამრავი გულშემატკივარი დახვდა.
27 წლის მებრძოლი ქვეყანაში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება და რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. 21 მარტს თოფურია საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო შეხვედრას დაესწრება და თამაშის დაწყებამდე 15 წუთით ადრე გულშემატკივრებს საჩემპიონო ქამარს წარუდგენს.
ილია თოფურია პირველი ქართველია, რომელიც UFC-ს ჩემპიონი გახდა. მან ქამრისთვის ბრძოლაში ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.
"კარგად, მშვენივრად ვარ, ბაბუის გვერდით როგორ ვიქნები, ძალიან ბედნიერი, ძალიან მაგრად, ძალიან კარგად, ძალიან გახარებული ესეთი მიღებისთვის, შემოგევლეთ, შემოგევლეთ, უდიდესი მადლობა... ეს სიყვარული რასაც ვიღებ, ძალიან გახარებული ვარ, მადლობა ყველა ადამიანს, ვინც მოვიდა, მხარი რომ დამიჭიროს, უძლიერესი ენერგიაა აქ და რავიცი, მადლობის გარდა არანაირი სიტყვა არ მებადება ამ მომენტში, უდიდესი მადლობა ყველას, ყველანი მიყვარხართ... სამშობლოში დაბრუნება ყოველთვის განსაკუთრებულია" - განუცხადა ქართულ მედიას ილია თოფურიამ, ქართველ გულშემატკივრებზე საუბრისას.
ნახეთ ვიდეო:
0
0