16/01/2025
22:45
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ემოციური ვიდეოთი დაემშვიდობა. ფეხბურთელი ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„მიჭირს და რთულია, თუმცა დამშვიდობების დრო მოვიდა. აქ საოცარი პერიოდი გავატარე, ერთად უამრავი მოგონება დავაგროვეთ, ბევრი საოცარი ემოცია განვიცადეთ.
ნაპოლი ჩემთვის სახლი იყო, სადაც თითოეული თქვენგანის დამსახურებით თავს საუკეთესოდ ვგრძნობდი. ის გზა, რაც ერთად გავიარეთ, ამ წამს თავში მიტრიალებს და ძალიან ემოციურია. პირველი გოლი და განცდები არასდროს დამავიწყდება.
ჩემი პირველი განცდები ამ სტადიონზე, თქვენი გიჟური შეძახილები, ემოციები და მუხტი, რომელიც განსაკუთრებული იყო, როგორც საშინაო, ისე გასვლით შეხვედრებში. ნაპოლი საფეხბურთო ქალაქია, ნაპოლი ფეხბურთით ცხოვრობს და მიხარია, რომ ამ დიდი ისტორიის ნაწილი მეც გავხდი“, - აცხადებს კვარაცხელია.
0
0