
16 წლის მოზარდის დაღუპვის შემდეგ, ტრაგედიის ადგილას, კალანდაძის ქუჩაზე, სატვირთო ვერ ადის აღმართზე, გაჩერდა და დახმარებით გაჰყავთ. ამის შესახებ ადგილობრივი მცხოვრები Sophia So სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
"ტრაგედიიდან 3 დღის შემდეგ, მეგობრებო!!! დაიჯერეეეეებთ?!
სატვირთო ვერ ადის აღმართზე. გაჩერდა და დახმარებით გაჰყავთ ძლივს. აღმაშფოთებელი ის არის, რომ ზუსტად 3 დღის წინ 16 წლის მოზარდი ზუსტად ამ ადგილზე დაგორებულმა სატვირთომ გასრისა, თან ისე რომ 2 საათი ზედ ედგა გარდაცვლილს . P.S. შემდეგი ვინ იქნება არავინ იცის!" - წერს Sophia So.
ვიდეოს კომენტარებში წერენ, რომ აღნიშნულ გზაზე სატვირთოებით მოძრაობა ყოველთვის პრობლემას ქმნის.
"მეც მაგ უბანში ვცხოვრობ, ხშირად მიწევს მაგ გზაზე გადაადგილება და ყოველთვის პრობლემა მანდ სატვირთოებით მოძრაობა. ხო შეიძლება მაგალითად დღის საათებში აეკრძალოთ ამხელა გაბარიტრბით სიარული მაგ აღმართზე. დააწესონ ღამე 12 სათის მერე დილის 5-მდე. ამ დროს ხალხი არ დადის იმდენად...
აუცილებლად ზომებია მისაღები ჩვენი შვილები და ჩვენ აქ დღეში რამდენჯერ დავდივართ. მე შევესწარი ამ ფაქტს დღეს როგორ დაუგორდა და ქალს კინაღამ დაეჯახა... დღეში ასობით გაუმართავი სატვირთო მანქანა ცდილობს აქ ასვლას...
ესენი ჯანმრთელი გონების ხალხი არ არიან. როგორც ჩანს, რამდენი ტრაგედია უნდა დატრიალდეს რამე რომ შეიგნონ...
თქვე უნამუსოებო! ერთი ბავშვი ხომ შეიწირეთ თვალები გაახილეთ, წინ სკოლაა, ბავშვები საფრთხეშია..."
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025