VIDEO - ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეში“ ემოციური დახვედრა მოუწყვეს
29/03/2024
17:06
სპორტი
A-
+A
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს, ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეში“ შესანიშნავი დახვედრა მოუწყვეს. ზივზივაძე გერმანიაში საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ დაბრუნდა.
„ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ ჩვენი თავდამსხმელი გუნდში დაბრუნდა! ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ბუდუს თბილად დავხვედროდით“, – წერია „კარლსრუეს“ ოფიციალური გვერდის განცხადებაში.
ფეხბურთელები ზივზივაძეს საქართველოს დროშებით შეეგებნენ და წარმატება მიულოცეს, ბუდუმ კი თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძემ ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგთან შეხვედრაში დუბლი შეასრულა.
0
0
123
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%