
სტუდენტების პროტესტი ირაკლი კობახიძეს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლექციის ჩასატარებლად მისულ პრემიერ-მინისტრს სტუდენტები პროტესტით დახვდნენ. შემთხვევა გუშინ, 6 აპრილს, მოხდა.
"არა რუსულ კანონს, კი ევროპას!," "საქართველო ევროპაში რუსული კანონებით ვერ შევა!" - სტუდენტებს ამ შინაარსის ბანერები ჰქონდათ მიტანილი, თუმცა მის გაშლაში ხელს 30-მდე პირი, მათ შორის კობახიძის დაცვის თანამშრომლები უშლიდნენ.
სტუდენტებს შორის დაპირისპირების კადრებიც გავრცელდა.
"რუსულ კანონთან დაკავშირებით, მე და ჩემმა მეგობრებმა დეტალურად შევისწავლეთ როგორც ქართული ვარიანტი, ასევე რუსული ვარიანტი. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ კობახიძის ლექციაზე, რომელიც ჩემი ლექტორია საკონსტიტუციოში, მშვიდობიანი პროტესტი გამოგვეცხადებინა, არა უშალოდ ლექციაზე, რომ სტუდენტები არ მომცდარიყვნენ, არამედ ლექციის დაწყებამდე, შესასვლელთან, ბანერი გაგვეშალა. ფაქტობრივად, ბანერიც არ გაგვაშლევინეს. როგორც კი შემოვიდა კობახიძე, ეგრევე 30-მდე ადამიანი შემოიკრიბა ჩვენ გარშემო," - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი, ზვიად ცეცხლაძე.
0
0