27/05/2023
21:36
პოლიტიკა
“ჩვენ არ გვაქვს ამ ხელისუფლებისგან მოლოდინი, ჩვენ ევროპელი პრეზიდენტისგან გვაქვს მოლოდინი. ბოლო-ბოლო რა არის ევროპელობა? ევროპულობა არის შედეგი და არა მოცემულობა. გაწირეთ თავი პრეზიდენტო, რომ ნიკა იყოს თავისუფალი და ჩვენ დაგიცავთ რუსული ხელისუფლებისგან, რომ დარჩეთ ევროპელად!
დარჩით და გახდით ჩვენი პრეზიდენტიც, და შემოგვიეთდით, თუ მართლა ხართ ჩვენი პრეზიდენტი.
თუ არა ხართ მარტო “ქართული ოცნების” პრეზიდენტი!
თუ არა ხართ მარტო “ოცნების” მხარდამჭერების პრეზიდენტი!
იყავით ჩვენი პრეზიდენტიც! შეგვარცხვინეთ, რომ მხარი არ დაგიჭირეთ! იყავით ყველას პრეზიდენტი, შეიწყალეთ ნიკა გვარამია. აგვისრულეთ ეს თხოვნა", განაცხადა აქციაზე ჟურნალისტმა თეა ადეიშვილმა.
როგორც ცნობილია, დღეს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციაზე ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების გარდა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
0
0