05/11/2021
13:34
პოლიტიკა
„სააკაშვილთან მრავალწლიანი მეგობრობა მაკავშირებს. წინასწარ ვიცოდი, რომ ის საქართველოში ჩასვლას გეგმავდა, მან ეს თვითონ მითხრა. თუ ამ ფაქტს განვიხილავთ იმ ადამიანის გადმოსახედიდან, რომელიც კიევში ცხოვრობდა, აწყობილი ჰქონდა ცხოვრება, მასთან უბრალოდ სალაპარაკოდ და საურთიერთობოდ უამრავი ადამიანი ჩადიოდა, ეს გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, შეცდომა იყო, მაგრამ რევოლუციონერის პოზიციიდან გამომდინარე, რაც არის სააკაშვილი, საქართველოში დაბრუნება იყო საქციელი და გმირობა.
მინდოდა, მას მხარში დავდგომოდი. ის მწერს ძალზე გულის ამაჩუყებელ წერილებს ციხიდან, რომელთა წაკითხვა ცრემლის გარეშე შეუძლებელია. მე მის მიმართ დიდი სიყვარულით ვარ განწყობილი. მე მას უდიდეს რეფორმატორად, საქართველოს გამოჩენილ პრეზიდენტად მივიჩნევ. ძალზე სამწუხაროა, რომ უკრაინაში, რუსეთში, სხვა ქვეყნებში ასეთი რეფორმატორები არ არსებობენ“ - განაცხადა გორდონმა.
0
0