27/10/2022
16:15
პოლიტიკა
შემიძლია დავაფიქსირო გულწრფელი გულშემატკივრობა პარტიების მიმართ, ვინც ფიქრობს, რომ სხვადასხვა გადაჯგუფებებით შესაძლებელია გაცილებით მეტი მხარდაჭერის მოპოვება - რაც შეეხება საერთო სიას ან სხვა ტექნიკურ საკითხებს, „ნაციონალურ მოძრაობაში” ეს საკითხი არ განიხილება,- ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა სამი პარტიის: “გირჩი-მეტი თავისუფლების“, “სტრატეგია აღმაშენებლისა“ და “დროას“ შესაძლო გაერთიანების თაობაზე დასმულ კითხვას.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” სხვა პარტიებთან საერთო იდეის გარშემო თანამშრომლობს, რაც ევროპულ მომავალსა და ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას გულისხმობს.
„ჩვენ ვიყავით ავანგარდში კოალიციის შექმნის. ჩვენი ინტერესია, რომ პატარა პარტიებმა საკუთარი მხარდამჭერების რაოდენობა გაზარდონ, რადგან საერთო კალათა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მნიშვნელოვანია. ასე რომ ვგულშემატკივრობთ ყველა პროდასავლურ პარტიას და ვთანამშრომლობთ საერთო იდეის გარშემო, რაც არის ევროპული არჩევანი და ივანიშვილის დამარცხება. რაც შეეხება საერთო სიას ან სხვა ტექნიკურ საკითხებს “ნაციონალურ მოძრაობაში” ეს საკითხი არ განიხილება. ვფიქრობთ, პირველ რიგში, აუცილებელია არჩევნების მოპოვება და შემდეგ არის შესაძლებელი სხვა საკითხებზე მსჯელობა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ერთ პარტიად ჩამოყალიბებაზე საუბარი არ არის და 3 პოლიტიკური ძალა საერთო სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდა.
0
0