"ვგრძნობთ თავს მოგებულად, ისევე როგორც "ოცნება". ეს გვიხარია და ამ იდიოტებს ეს არ ესმით" - ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ქალთა კვოტირების გაუქმების შესახებ განაცხადა.
"ქართულ ოცნებაზე ვზრუნავთ? ანუ, ჩვენ ხო გვინდა ქართული ოცნების დამარცხება, აი რა იდიოტური არგუმენტია. ამდენი იდიოტი ასეთ პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც საკმაოდ რთულია, ძაან ძნელი გადასატანია.
წარმოიდგინეთ, თუ ეგ იდეა მართალია და ქართული ოცნება კაცებს ჩაწერს, ის ხომ ელექტორალურადაც დაზიანდება. ვაჭრობა არის ყველაზე კეთილშობილი ადამიანური ქცევა, რომელშიც ორივე მხარე მოგებული რჩება. ხოდა ჩვენ ვგრძნობთ თავს მოგებულად, ისევე როგორც ქართული ოცნება. ეს გვიხარია და ამ იდიოტებს ეს არ ესმით" - ამბობს მეგრელიშვილი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, რომელსაც მისი პარტია და "ქარტული ოცნება" მხარს უჭერს.
0
0