03/09/2022
18:48
მსოფლიო
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ თანამდებობაზე ძალიან დიდ ხანს იმყოფება და დაიმსახურა უვადო, ხანგრძლივი შვებულება.
„მეგობრებო, დღეს გავიგე, რომ თურმე მე ვარ „დღეგრძელი“ რუსეთის ფედერაციის სუბიექტების მოქმედ ხელმძღვანელებს შორის. თვითონ შევამჩნიე, რომ ძალიან დიდხანს დავრჩი. ვფიქრობ, სრულად დავიმსახურე განუსაზღვრელი და ხანგრძლივი შვებულება. იმედი მაქვს, რომ მხარს დამიჭერთ და გამიგებთ“, - აცხადებს კადიროვი.
მისი თქმით, ის უკვე 15 წელია, ჩეჩნეთის რესპუბლიკის სათავეშია.
„ჩვენ კავკასიელებს გვაქვს გამოთქმა: როგორი პატივსაცემი და სასურველიც არ უნდა იყოს სტუმარი, თუ ის დროულად მიდის, ის ასევე სასიამოვნოცაა. ამიტომ ვფიქრობ, ჩემი დროც დადგა. ვიდრე არ გამაგდეს. როგორც აღმოჩნდა, მე უკვე მოხუცი ვარ, ოდესღაც კი ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი. ჩვენ ამაზე ფიქრი უკვე დავიწყეთ და ვეცდებით, დროულად წავიდეთ“, - აღნიშნავს კადიროვი ვიდეომიმართვაში.
მანამდე, კადიროვმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უკრაინაში სპეცოპერაციის სწრაფად დასრულებისთვის ნებართვა სთხოვა. ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, კიევის აღების შემდეგ, პოლონეთისა და ნატოს დემილიტარიზაციის ჯერი დადგება.
0
0