
თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აკარის თქმით, მას სჯერა, რომ შეთანხმება, რომელიც უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვის გავლით ექსპორტის საშუალებას იძლევა, გაგრძელდება.
შეთანხმებას ვადა 18 მარტს ეწურება.
ინიციატივა, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის შუამავლობით 2022 წლის ივლისში გაფორმდა, მიზნად ისახავდა გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილებას, რაც გასულ წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია.
შეთანხმება 2022 წლის ნოემბერში 120 დღით გაგრძელდა და 18 მარტს, თუკი მხარეები თანახმა იქნებიან, კვლავ განახლდება. კრემლის განცხადებით, ის შეთანხმების გახანგრძლივებაზე თანახმა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ექსპორტზე დასავლეთის შეზღუდვები მოიხსნება.
"რუსულ და უკრაინულ მხარეებთან დამოუკიდებელი მოლაპარაკებების დროს დავინახეთ, რომ ისინი სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან გახანგრძლივების გადაწყვეტილებას. ჩვენ გვჯერა, რომ ვადა 18 მარტს გაგრძელდება". - ამბობს თურქეთის თავდაცვის მინისტრი.
0
0