
საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ, ამავდროულად, მკაცრად აკრიტიკებს ევროკავშირს, ავრცელებს ცრუ ინფორმაციას ევროკავშირის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მზია ამაღლობელის პროცესს ესწრება.
მისი თქმით, საქართველოს თუ სურს, შეუერთდეს ისეთ ორგანიზაციას, როგორიცაა ევროკავშირი, არ არის კარგი იდეა, მასზე ცუდად ილაპარაკოს.
„მე გერმანიას წარმოვადგენ. საქართველოს ხანგრძლივი მეგობარი და პარტნიორი ვართ, ასევე ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ, ამავდროულად, მკაცრად აკრიტიკებს ევროკავშირს. ავრცელებს ცრუ ინფორმაციას ევროკავშირის შესახებ. ვფიქრობ, თუ გსურთ, შეუერთდეთ ისეთ ორგანიზაციას, როგორიცაა ევროკავშირი, არ არის კარგი იდეა, ასე ცუდად ილაპარაკოთ მასზე. მაქვს შეკითხვა ტელეკომპანია „იმედთან“. რატომ თქვა ტელეკომპანია „იმედმა“ გუშინ, რომ მე ვაძლევ ინსტრუქციებს რადიკალურ ოპოზიციას? მაქვს შეკითხვა თქვენთვის. რა საფუძველზე გაავრცელეთ ეს ინფორმაცია? რადგან ეს ინფორმაცია მცდარია და მე თქვენ გიწვევთ. მე გიწვევთ, დაამტკიცოთ, რომ მე ვაძლევ ინსტრუქციებს ოპოზიციას“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.
0
0
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა
16/05/2025