04/11/2021
12:48
პოლიტიკა
იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ შიმშილობა, რომლის მიზანიც არის, ადამიანს დანაშაულები შერჩეს, არასწორი გადაწყვეტილებაა.
„ასე რომ, სხვა საკითხები ვფიქრობ, მეორეხარისხოვანია. უბრალოდ ვინც დღეს ცდილობს, იყოს სააკაშვილის სოლიდარული, ნიშნავს, რომ ის ამართლებს და ახალისებს ძალადობას, რომელსაც სააკაშვილის შემოქმედებით სისტემური ხასიათი ჰქონდა. შიმშილობა, რომლის მიზანიც არის, ადამიანს დანაშაულები შერჩეს, ვფიქრობ, არასწორია სახელმწიფოს და სამართლიანი სახელმწიფოსადმი. შესაბამისად, ეს ფორმა, რომელიც აირჩია სააკაშვილმა, გარდა იმისა, რომ არის დესტრუქციული და იმდენად საერთო პროტესტთან არ აქვს, რამდენადაც აქვს საერთო, შერჩეს დანაშაულებები, არის უფრო უპასუხისმგებლო ნაბიჯი და მეტად გამძაფრება იმ დანაშაულებისმ რასაც ის ჩადიოდა საკუთარი მოქალაქეების წინაშე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ელენე ხოშტარიამ გუშინ განაცხადა, რომ პარლამენტის შენობაში შიმშილობას იწყებს და მხოლოდ წყალს მიიღებს. მისივე თქმით, მანამდე იშიმშილებს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
0
0