ვფიქრობ, სააკაშვილი გადაწყვეტილებას აეროპორტში მიიღებს - გია ხუხაშვილი
A-
+A
„დარწმუნებული არ ვარ, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებას აეროპორტში მიიღებს. შეხედავს ეგზიტპოლებს და შეაფასებს ვითარებას“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
ხუხაშვილის შეფასებით, ციხე არ არის სააკაშვილისთვის კომფორტული სივრცე, საიდანაც ის გააკეთებდა პოლიტიკას და გრძელვადიან თამაშში შევიდოდა.
„ის ორიენტირებულია ძალიან სწრაფ შედეგზე. ასე იყო მისი მმართველობის დროსაც, თუმცა, ვერ გამოვრიცხავ, რომ ჩამოსვლის გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. თუ ის ჩამოვიდა, ძალიან არაკომფორტული იქნება ხელისუფლებისთვის.
თუ მან დაინახა იმის გარკვეული გარანტიები, რომ მას გარკვეული სივრცე დარჩება, თუნდაც მცირე ხნით თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის, ამ შემთხვევაში - ჩამოვა. ციხეში მისი გამწესება ანგრევს ხელისუფლების მთელ „მატრიცას,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
0
0
227383
სიახლეები
ყველა
3
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%