
„ეს ცუდი ამბავი იქნება ამ მსოფლიოსთვის, რადგან ამდენი ადამიანი კვდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის დათანხმდება. მართლა ასე ვფიქრობ. ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად ვიცნობ მას და მგონია, რომ ის დათანხმდება“ - ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა კითხვაზე, თუ რა გეგმა აქვს ამერიკის პრეზიდენტს, თუ ცეცხლის შეწყვეტას მისი რუსი კოლეგა არ დათანხმდება, ტრამპმა უპასუხა, რომ პუტინი ამას დათანხმდება.
ამასთან, ტრამპისვე განცხადებით, საპრეზიდენტო კამპანიის დროს გაკეთებული განცხადება, რომ უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებდა, ცოტათი "სარკასტული" იყო.
„მე ცოტათი სარკასტული ვიყავი, როცა ეს ვთქვი. რასაც ნამდვილად ვგულისხმობ, არის ის, რომ მინდა, მოვაგვარო ეს საკითხი. და მე ვფიქრობ, რომ წარმატებას მივაღწევ. ეს არის ძალიან რთული სიტუაცია. ეს არის სისხლიანი, საშინელი ომი. როგორც იცით, გვაქვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უკრაინულ ჯგუფთან და ვცდილობთ იმავეს მიღწევას რუსეთთანაც. ვფიქრობ, რომ აქამდე ყველაფერი კარგად წავიდა“, – განაცხადა ტრამპმა შერილ ატიქსონთან ინტერვიუში კითხვაზე პასუხისას, რომელმაც ამერიკის პრეზიდენტს შეახსენა საპრეზიდენტო კამპანიის დროს დაპირება, რომ რუსეთ-უკრაინის ომს 24 საათში დაასრულებდა.
0
0