
ვფიქრობ, მსოფლიოს სჭირდება უფრო მეტი ახალგაზრდა გაბრაზებული ქალი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რაც ახლა ხდება, – ასე გამოეხმაურა შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ტრამპმა ტუნბერგს ბრაზის მართვის კურსების გავლა ურჩია.
„ვფიქრობ, მსოფლიოს სჭირდება უფრო მეტი ახალგაზრდა გაბრაზებული ქალი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რაც ახლა ხდება. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება“, – განაცხადა ტუნბერგმა პარიზის აეროპორტში ჩასვლისას.
ამასთან, ეკოაქტივისტმა მისი და სხვა აქტივისტების საერთაშორისო წყლებში გატაცებაში ისრაელი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ისრაელიდან დეპორტაციამდე უარი თქვა დოკუმენტის ხელმოწერაზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ ის ქვეყანაში არალეგალურად შევიდა. ტუნბერგმა ისრაელის ხელისუფლება ღაზის სექტორში მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების ბლოკირებაში დაადანაშაულა.
ცნობისთვის, შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი, სხვა აქტივისტებთან ერთად, ღაზის სექტორისკენ მიმავალ გემზე იმყოფებოდა, რომელიც ისრაელის ძალებმა შეაჩერეს. ისრაელმა აქტივისტები ქვეყნიდან გააძევა.
0
0
თაზო დათუნაშვილი გაათავისუფლეს
12/06/2025