06/05/2022
12:43
პოლიტიკა
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოფილი იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ღირსების უფლება, ჩვენ ვაკვირდებით და მონიტორინგს ვუწევთ ამ საკითხის, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც დიეგო კოლასმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოსავლის პოვნა მოხდეს.
„ჩვენ ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდით ევროპულ სტანდარტზე. არის ევროპული სტანდარტები ციხეში პატიმრებისადმი მოპყრობაში, დაუბრკოლებელი დაშვება ადვოკატების, სამკურნალოდ ექიმების, რომლებსაც ენდობით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არ არის მარტივი გასაკეთებელი. თუმცა ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. ვფიქრობ, სახალხო დამცველმა გააკეთა გარკვეული შეთავაზებები, ის ცდილობს იპოვოს გამოსავალი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს გამოსავალი და ვიმედოვნებ, ჩვენ შევძლებთ გამოსავლის პოვნას, რომ სწორად გავუმკლავდეთ ამ საკითხს, რათა უზრუნველყოთ, რომ ჯანდაცვის, უსაფრთხოების ღირსების უფლებები იყოს დაცული“, – განაცხადა კოლასმა.
ელჩს ასევე კითხვა დაუსვეს, რომ ქართული ოცნების ზოგიერთი წარმომადგენელი კრიტიკულად აფასებს საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს, რადგან ის მხარს უჭერს საქართველოს ომბუდსმენს და სააკაშვილისთვის სათანადო მკურნალობას სააკაშვილისთვის, დიეგო კოლასმა აღნიშნა: „ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ ხალხს სწორად ესმოდეს. მე ვეთანხმები კელი დეგნანს და ვიცი, რომ ის საქმეს ძალიან კარგად აკეთებს. მე ასევე მხარს ვუჭერ ყველა პატიმრის უფლებას, ღირსებას, უსაფრთხოებას საქართველოში, მათ შორის ამ პატიმრის ჩათვლით. ამ მხრივ, ვეთანხმები მას, ასევე ვეთანხმები, რომ სახალხო დამცველი აკეთებს ძალიან კარგ საქმეს, რადგან ცდილობს გადაწყვეტილების გამოტანას და ეს მნიშვნელოვანია, რომ იყოს გამოსავალი“.
0
0