27/07/2023
11:36
პოლიტიკა
საქართველოს საბაჟო სამსახურები რეალურ ნაბიჯებს დგამენ, რათა შეზღუდონ ომთან დაკავშირებული საქონლის რუსეთში გადაზიდვა, თუმცა გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათ საქართველოს საზღვარზე გადაადგილებისთვის სრული კონტროლი აქვთ. ამის შესახებ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ჯიმ ო' ბრაიანმა განაცხადა.
კითხვები მას საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სენატორმა ჯინ შაჰინმა დაუსვა.
„თბილისში კოლეგებთან ერთად ვიყავი ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან. წარმოდგენილი ვიყავით, როგორც ერთიანი გუნდი. ვფიქრობ, გვაქვს ძალიან გამამხნევებელი სიახლე, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურები რეალურ ნაბიჯებს დგამენ, რათა შეზღუდონ ომთან დაკავშირებული საქონლის რუსეთში გადაზიდვა. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათ სრული კონტროლი აქვთ საქართველოს საზღვარზე გადაადგილებებზე, იქნება ეს აეროდრომები თუ სახმელეთო საზღვრები. ეს უწყვეტი სამუშაოა, რაშიც დიდძალ დახმარებას ვაწვდით. ისინი კარგი პარტნიორები არიან გამჭვირვალობის კუთხით. ახლა კითხვა ისაა, შეგვიძლია თუ არა უკეთესი მონაცემების მიღება მომავალში და შეგვიძლია თუ არა უკეთ დავინახოთ, რა ხდება საქართველოსა და რუსეთს შორის ახლახან განახლებულ ფრენებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ო'ბრაინმა.
0
0