22/06/2022
21:11
პოლიტიკა
ვეტო მოსმენების კანონზე არ არის ადეკვატური პასუხი იმ მძიმე რეალობაზე, რაც დღეს ქვეყანაშია, ძალიან ცოტაა ეს პრეზიდენტის მხრიდან, მას მეტი შეუძლია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ რეალობაში, რაშიც დღეს ჩვენ ვართ, არის არასაკმარისი და სუსტი. მხოლოდ ვეტოს დადება ერთ კონკრეტულ კანონზე ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც ამხელა განსაცდელშია, საკმარისი ნამდვილად არ არის. ამიტომ კიდევ ერთხელ შემიძლია ვუთხრა ქალბატონ პრეზიდენტს, რომ მეტი გამბედაობა, მეტი ნაბიჯების გადადგმა და მეტად გააზრება იმ რეალური ვითარების. ვითარება არის ასეთი - 20 ივნისს თქვენ ნახეთ რამდენი ადამიანი იყო, 16 ივნისს თქვენ ნახეთ რამდენი ადამიანი იყო - აი, ეს არის განსხვავება რეალობის აღქმაში. ვეტო ამ კანონზე არ არის ადეკვატური პასუხი იმ მძიმე რეალობაზე, რაც დღეს ქვეყანაში არის, ძალიან ცოტაა ეს პრეზიდენტის მხრიდან, მას მეტი შეუძლია, მათ შორის 24 ივნისამდე, ისტორიულ გადაწყვეტილებამდე. არც მწვადი დავწვა და არც შამფური, აღარ არის ეს პროცესი. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, მათ შორის, თავის სახელი უნდა დაარქვას პრეზიდენტმა და მისი კრიტიკული განცხადების პრემიერთან მიმართებაში რამენაირად დაბალანსება არ არის ის გზა, რომელიც პასუხობს იმ რეალობას, რომელიც ქვეყანაშია. ის შეეცადა როგორმე დაებალანსებინა პრემიერის ანტი-ეროვნული, ანტი-სახელმწიფოებრივი განცხადებები“, - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო.
0
0