12/11/2021
18:34
საზოგადოება
ადგილობრივმა ვეტერანებმა ისაუბრეს სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებულ ერთობლივ პროგრამებზე, რომელთაც სამსახურის ბენეფიციართა წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად სჭირდება ეტაპობრივი განვითარება. საუბარი შეეხო არასასოფლო-სამეურნეო მიწების დაკანონების, ქონების გადაფორმებისა და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსის მინიჭების საკითხებს. სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა, ვეტერანებს, მათ წინაშე არსებული სამართლებრივი საკითხების გადაჭრაში, კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, თანადგომა აღუთქვა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად, კვლავ განაგრძობს ერთობლივ მუშაობას ვეტერანთა სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024