
🔴მიმდინარე წლის 3 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მოადგილეებთან და თადარიგის გენერლებთან ერთად, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურს, ბრიგადის გენერალ მამია ბალახაძეს და აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
🔴შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც ეფუძნება თადარიგის ოფიცრების, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების გამოცდილებისა და მათი ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივ გამოყენებას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუშაობის, სამხედრო-ანალიტიკური ლიტერატურის შემუშავებისა და მომავალი ოფიცრების აღზრდის პროცესში; ისაუბრეს სამხედრო-სამეცნიერო კუთხით არსებულ გამოწვევებზე, რომელთა გადალახვაშიც პროფესიონალი და გამოცდილი ოფიცრების ჩართულობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
🔴ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი ლაღიაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია: ‘’საქართველოს სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ახალი მოთხოვნები 21-ე საუკუნის ლოკალური კონფლიქტების დინამიკის გათვალისწინებით.’’
🔴კობა კობალაძემ კი, თავის მოხსენებაში, ისაუბრა თემაზე: ‘’თანამედროვე საბრძოლო სივრცის ზოგადი ხასიათი’’; მოხსენებათა დასრულების შემდეგ, გაიმართა დისკუსია.
🔴შეხვედრის დასასრულ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მოაწერეს.
🔴მემორანდუმის მიზანია, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, ასევე, მათი ოჯახის წევრების, აკადემიის წარმომადგენლების, მათ შორის, იუნკერთა და მსმენელთა სასწავლო და სამეცნიერო, კულტურულ და სოციალური სახის, შემეცნებით აქტივობებში ჩართულობა და ამ მიზნის მისაღწევად, ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.
🔴მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
0
0