13/10/2021
11:59
საზოგადოება
„ჩვენთვის რეკრეაციული სივრცეების არსებობა ქალაქში პრინციპულად მნიშვნელოვანია და მოქალაქეები ხედავენ, თუ რამდენი ახალი სკვერი, რამდენი რეაბილიტირებული, განახლებული პარკი გაჩნდა ქალაქში ბოლო წლების განმავლობაში. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მომავალი თაობებისთვის. დედაქალაქს ამ მიმართულებით აქვს დიდი პოტენციალი, რესურსი და ჩვენც ვაგრძელებთ მუშაობას. მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ აზიის განვითარების ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით, მივიღეთ გადაწყვეტილება ვერის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. ვერის პარკის თანამონაწილეობითი დაგეგმარება იქნება საუკეთესო პრეცედენტი სხვა მწვანე სივრცეების სწორი განვითარებისთვის, მოქალაქეთა ინტეგრაციისა და ჩართულობის გაძლიერების ხელშეწყობისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ეს პირველი პროექტია, რომლის განხორციელებაში მონაწილეობს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
0
0