06/06/2023
13:55
მსოფლიო
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსების მიერ კახოვკას ჰესის აფეთქება რუსული აგრესიის ძირეულად ახალი ეტაპია.
მისი თქმით, რუსეთის მიზანი - უკრაინისა და უკრაინელების განადგურებაა.
„რუსების მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება რუსული აგრესიის ფუნდამენტურად ახალი ეტაპია. ამ აფეთქებით რუსეთი ღიად აცხადებს თავის ნამდვილ მიზანს - უკრაინის განადგურება, უკრაინელების მკვლელობა. არაფერი და არავინ, არც ერთი რუსი არ შეაჩერებს უკრაინის გათავისუფლებას, რისი დროც დადგა“, - აღნიშნა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.
შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობისა და ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს.
0
0