
მეუფე ნიკოლოზის თქმით, პატრიარქმა ძალა მოიკრიბა და შემდეგ წმინდა სინოდის სხდომაც ჩატარდა. ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მედიას განუცხადა.
„მოიკრიბა ძალა და შემდეგ ჩატარდა სხდომა. ჩვენ ამასობაში ვიყავი ერთად, დიდი ხსნის უნახავები შევხვდით ერთმანეთს და ძალიან კარგი იყო“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.
ამასთან, მეუფე ნიკოლოზის თქმით, დღის წესრიგში არასოდეს დადგება პატრიარქის გადადგმა.
„ეგ არასოდეს არ დადგება დღის წესრიგში. აზრადაც არ მოსვლია თავში ვინმეს რაღაცა მსგავსი რომ ეთქვა, ამას ვერავინ ვერ მოესწრება. პატრიარქი იქნება დიდ ხანს და ჩვენ, აი აგერ ვართ და თუ რამე არასწორად ვთქვი, მერე მომკითხეთ. პატრიარქის 50 წლის იუბილეს ერთად აღვნიშნავთ“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა და ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პატრიარქის გადადგომის მცდელობას ვერავინ მოესწრება.
ამასთან, მისივე თქმით, სინოდის სხდომაზე ჩატარების უფლებამოსილება სხვას არ აქვს, სანამ პატრიარქი არის.
„სანამ პატრიარქი პატრიარქია, თვითონ ჩაატარებს სხდომას“, - აცხადებს სასულიერო პირი.
0
0