03/01/2022
14:39
პოლიტიკა
,,ეს იყო გამარჯვებების, განვითარების, ახალი მიღწევების, პოლიტიკური სიმაღლეების და პირადი ცხოვრების აღმავლობის წელი, მაგრამ იყო ბევრი დარტყმა, გაცილებით მეტი, ვიდრე კარგი ამბები. ბოროტების, ინტრიგების, ადამიანების ღალატის ოდენობამ, რაც წლის დასაწყისში დაიწყო და საქართველოში განვითარებულ დრამატულ მოვლენებამდე გაგრძელდა, ბოლო თვეებსა და კვირებში კი დრამატულად იმატა. არ დავმალავ, რომ ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, ვისაც სიკეთის სჯერა, ეს არ იყო ადვილად მისაღები", - წერს ლიზა იასკო და ასევე აღნიშნავს, რომ მას თავად არ აურჩევია საქართველოს შემზარავი მოვლენებისა და სიძულვილის შუაგულში ყოფნა.
“”ჩემი არჩევანი არ ყოფილა საქართველოს შემზარავი მოვლენებისა და სიძულვილის შუაგულში ყოფნა. ცალკე ვიტყვი, რომ ვერასდროს ვნახავდი ამდენ ბოროტებას და ცუდ ადამიანს, შურისძიების სურვილს, რაც იქ ვნახე! ასევე არ ამირჩევია ის ადამიანები და მათი საქციელი, ვინც მე და ჩემს ახლობლებს ბოროტად გვექცევა. მაგრამ მჯერა, რომ ის დიდი ფასი, რაც გაღებულია, აუცილებლად მოიტანს შედეგს და დადგება დრო, როდესაც ახალი რეალობა შეიქმნება. და ეს იქნება ის, რისიც მჯერა და ავირჩევ - ეს არის სიკეთე და სიყვარული. და ბრძოლა, რომელიც მოიტანს შედეგს. არა "ფეისბუქზე" სიყალბის გამოფენა, არამედ ის, რაც რეალური ცხოვრებაა..." - ამბობს იასკო.
წერილის დასასრულში კი წერს, რომ უკრაინა - მისი სამშობლო მსოფლიოში ყველაფერზე მეტად უყვარს.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024