16/08/2023
15:56
მსოფლიო
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ელჩების შეხვედრაზე თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია მუდმივად იქნება მოლდოვისთვის საფრთხე.
სანდუს თქმით, ახლა დადგა გადამწყვეტი მომენტი მოლდოვისთვის, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს.
მან აღნიშნა, რომ ის შედეგები, რასაც ქვეყანა მიაღწევს, განსაზღვრავს, თუ როგორ განვითარდება იგი.
"ჩვენ ყველამ ვიცით, რამდენად სერიოზულია ამჟამინდელი გამოწვევები, რადგან ომი, სამწუხაროდ, გრძელდება და ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშნებს, რომ ის მალე დასრულდება“, - თქვა მან.
ამასთან, სანდუმ დასძინა, რომ მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანება და ქვეყნის როლის ხელშეწყობა რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია.
„რუსეთი ჩვენთვის მომავალში კვლავაც იქნება არასტაბილურობის წყარო. თქვენ ნახეთ, როგორ ცდილობდნენ რუსული ძალები მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას, კონსტიტუციური ხელისუფლების დამხობის მცდელობამდეც მივიდნენ“, - აცხადებს სანდუ.
0
0
დღეს ალავერდობაა
28/09/2024