
[ოპოზიციური ერთობა] ვერ ხდება უარის გამო, სამივე კოალიციის მხრიდან ჯერჯერობით მზაობა არ ყოფილა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
ირაკლი კუპრაძის განცხადებით, სადაც ოპოზიციამ ძალები გააერთიანა, ყველგან ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი დაიდო.
„ჩვენი ინიციატივის მიხედვით ორჯერ სახალხო საბჭოს თუ სახალხო პარლამენტის შეკრება შედგა, ორი შეხვედრა გვქონდა მხოლოდ. ორივე შეხვედრაზე ჩვენ დავაფუძნეთ მცირე სამუშაო ჯგუფები. ერთი იყო საგარეო სამუშაო ჯგუფი და მეორე იყო იურიდიული ჯგუფი. ორივე ჯგუფმა კოლოსალური შრომა გასწია. ევროსაბჭოს რეზოლუცია, PACE-ს რეზოლუცია, ევროსტრუქტურებში სხვადასხვა ინფორმაციის მიტანა და გაგზავნა, ეს არის ოპოზიციური საგარეო ჯგუფის ძალიან მძიმე, რუტინული შრომის შედეგად მიღწეული. მეორეს მხრივ, სამართლებრივი ჯგუფი ლამის მთელს რუსთაველს იურიდიულ მხარდაჭერას უწევს, არიან ამ კოალიციების მიერ წარმოდგენილი. იქ, სადაც ჩვენ გავაერთიანეთ ძალისხმევა, თუნდაც ტექნიკური, საგარეო თუ იურიდიული მიმართულებით, ყველგან ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი დაიდო, გაამართლა და ვიღაცებმა შეგვაქეს კიდეც. კარგი ითქვა ოპოზიციაზე, რომ აი, თურმე ერთად რომ სხდებიან ხოლმე და მუშაობენ, რა კარგად გამოსდით, ვგულისხმობ საგარეო მიღწევებს. წარმატებები მოიტანა.
ჩვენთვის ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაზე არაერთი განცხადება გაგვიკეთებია, ოღონდ ამაში ვგულისხმობთ ჩვენ არა ერთმანეთთან შეუთავსებელი პოლიტიკური პარტიების გაერთიანებას ერთ სიაში, ერთ სტრუქტურაში, ერთ სხეულში და ა.შ. არამედ საერთო სტრატეგიას. პოლიტიკურ წინააღმდეგობაში მთავარია სტრატეგია და არა ის, ერთ ოფისში სხედან პოლიტიკური პარტიები თუ სხვადასხვა ოფისში“, - განაცხადა გიორგი კუპრაძემ.
ირაკლი კუპრაძის თქმით, მიუხედავად წინააღმდეგობისა კოალიცია „ძლიერი საქართველო“ სახალხო პარლამენტის იდეაზე უარს არ ამბობს, რადგან ეს, მისი თქმით, არის ერთობის ის ფორმა, რომელიც ერთიან სიაში ჩაყრა და საერთო განცხადება კი არ არის მარტო, არამედ შინაარსობრივი ერთობაა.
0
0