
ლექს-სენი საზღვარგარეთ სოლო-კონცერტებისთვის ემზადება, შემდეგ კი კონცერტებს საქართველოშიც გეგმავს, ასევე - ახალ კლიპებსა და სიმღერებზე მუშაობს.
ჟურნალი „გზა“ ცნობილ რეპერთან ბლიც-ინტერვიუს გვთავაზობს.
- როგორ ფიქრობთ, როგორი წარმოდგენა აქვს საზოგადოებას თქვენ შესახებ?
- დიდი ალბათობით, როგორიც ვარ, ჩემ შესახებ ისეთივე წარმოდგენა აქვთ - როგორც ყველა ცოცხალ, ჩვეულებრივ ადამიანში, ჩემშიც არის დადებითიც, უარყოფითიც... იდეალური ნამდვილად არ ვარ.
- ცხოვრებაში მოტივაციას რა გაძლევთ?
- მიზანი და საკუთარი თავის რწმენა.
- თქვენთვის კომფორტის ზონა რა არის?
- პირველ რიგში - თავისუფლება, საკუთარი თავის რეალიზება.
- გარშემო მყოფები ყველაზე ხშირად რის გამო გსაყვედურობენ?
- უყურადღებობის გამო, განსაკუთრებით - სახლში: მავიწყდება დღესასწაულები, ყვავილები, საჩუქრები...
- თქვენს უარყოფით თვისებად რას მიიჩნევთ?
- ემოციურობას. საერთოდ, ემოციურობა კონფლიქტისა და ყველაფერი უარყოფითის მიზეზია. ამიტომ ამ თვისებას სულ ვებრძვი.
- დროში მოგზაურობა შესაძლებელი რომ იყოს, რომელ ეპოქას აირჩევდით?
- გარკვეული თვალსაზრისით, ანტიკური ეპოქაც მაინტერესებს, მაგრამ ცოტა უახლოეს წარსულს, 80-90-იან წლებს ავირჩევდი, როცა ჩემი კერპები - 2 PAჩ-ი, Nოტორიოუს B.I.G, მარადონა - ცოცხლები იყვნენ.
- ბოლოს რის გამო იტირეთ?
- საყვარელი ლეკვი გვყავდა, რომელიც შარშან მომიკვდა - ვერ გადავარჩინეთ... ცრემლები ვერ შევიკავე...
0
0