-share.jpg)
ყველა პოლიტიკოსი ან პარტია, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულია კეზერაშვილთან, ამ სიტუაციაში თამაშობს საპროტესტო მუხტის ჩახშობაზე – ჯერ ვაშაძით დაიწყეს და შემდეგ ხაბეიშვილით დაამთავრეს, თუმცა საბოლოო ჯამში, ერთი და იგივე მოტივია, ვანო მერაბიშვილიც ამას აკეთებს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
„ვანო მერაბიშვილისთვის ცხადია, რომ არაფერ შუაშია, რაც თავად თქვა, უბრალოდ, დამატებითი საკვები მისცა „ქართულ ოცნებას“, რომ თემა გადაწიოს და საპროტესტო მუხტი მოკლას. ვიდრე ამომრჩეველი ვერ გაერკვევა ოპოზიციურ ფლანგზე რა ხდება, ვინ ვინ არის, ვინ რა თამაშს თამაშობს, ძალიან გაგვიჭირდება, რომ „ქართული ოცნება“ დავამარცხოთ. უნდა გავერკვიოთ, ვის რა უნდა. ვერ დავიჯერებ, რომ კეზერაშვილი ოპოზიციონერია და ოპოზიციურ ფლანგზე მუშაობს. ეს რთულად წარმოსადგენია იმ ინფორმაციებიდან გამომდინარე, რაც ვიცით. პირიქით, „ქართული ოცნებისთვის“ დამხმარე რგოლია“,- განაცხადა რაქვიაშვილმა.
0
0