
შვედ აქტივისტ გრეტა ტუნბერგს ვენეციაში შესვლა 48 საათით მას შემდეგ აეკრძალა, რაც ეკოაქტივისტურ დაჯგუფება Extinction Rebellion-ის წევრებთან ერთად მან ვენეციის არხში მწვანე ფერის საღებავი ჩაასხა.
შედეგად, 22 წლის აქტივისტს, ისევე როგორც დანარჩენ 35 პირს, 150 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა და ქალაქში შესვლა 48 საათის განმავლობაში შეეზღუდა.
აქტივისტებმა პროტესტი ბრაზილიაში გამართული COP30 გაეროს კლიმატის კონფერენციის დასრულებას დაამთხვიეს. Extinction Rebellion-ის განცხადებით, იგივე ტიპის საღებავის გამოყენებით, მსგავსი რამ კიდევ 10 იტალიურ ქალაქშიც მოხდა, რათა ამით კლიმატის ცვლილების მასშტაბურ პრობლემას გასმოდა ხაზი. მათი თქმით, აქტივისტებმა პროტესტის ამ ფორმით გამოხატვისას გარემოსთვის უვნებელი საღებავები გამოიყენეს.
ვენეტოს რეგიონის გუბერნატორმა ლუკა ზაიამ აქტივისტების ქმედება გააკრიტიკა და პერფორმანსს "უმიზნო და დაუფიქრებელი საქციელი" უწოდა.
0
0