
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას დონალდ ტრამპი იმსახურებდა და ეს მსოფლიოს ვენესუელაში თავისი ქმედებებით დაუმტკიცა, – ამის შესახებ ვენესუელის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მაჩადოს თქმით, ეს „კაცობრიობისთვის უზარმაზარი ნაბიჯი“ იყო და აშშ-ის პრეზიდენტის მადლობელია.
მისივე თქმით, 3 იანვარი, როდესაც აშშ-მა ნიკოლას მადურო დააკავა, „ისტორიაში შევა, როგორც დღე, როდესაც სამართლიანობამ დაამარცხა ტირანია“.
ამასთან, მარია კორინა მაჩადომ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან 2025 წლის ოქტომბრის შემდეგ არ უსაუბრია.
მისივე თქმით, ვენესუელაში „რაც შეიძლება მალე“ გეგმავს დაბრუნებას.
ცნობისთვის, მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა. როგორც ნობელის კომიტეტის განცხადებაში აღინიშნა, მარია კორინა მაჩადოს ჯილდო ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული უფლებებისთვის დაუღალავი მუშაობისა და დიქტატურიდან დემოკრატიაზე სამართლიანი და მშვიდობიანი გადასვლის მისაღწევად ბრძოლისთვის გადაეცა.
0
0
გარდაიცვალა კომპოზიტორი ენრი ლოლაშვილი
07/01/2026