-share.jpg)
დასკვნაში, რომელიც ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა, ნათქვამია რომ ეს კანონი რუსულია , - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროპტიმისტების“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა , სადაც ნათქვამია, რომ ვენეციის კომისია მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი გაწვეულ იქნას მისი ამჟამინდელი ფორმით.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, ვენეციის კომისიის დასკვნაში ასევე, ნათქვამია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონი არ არის ამერიკული "ფარას" კანონის მსგავსი.
“ქართულ ოცნებას“ ყველა წითელი ხაზი უკვე გადალახული აქვს, ამიტომ ვერ ვიტყვი კიდე რა მოიხარშება მათ იდეოლოგიურ ქვაბში. დასკვნაში, რომელიც ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ ეს კანონი რუსულია. დასკვნაში ნათქვამია, რომ მსგავსი კანონი, როდესაც რუსეთში დარეგისტრირდა, გამოიწვია სამოქალაქო საზოგადოების განადგურება, თავისუფლების, მედიის, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. ასევე, დასკვნაში ნათქვამია, ის თუ რატომ არ არის ეს კანონპროექტი ამერიკული "ფარას" მსგავსი “, - განაცხადა დეკანოიძემ.
მისივე თქმით, ვენეციის კომისია პირდაპირ მოუწოდეს ხელისუფლებას , რომ კანონპროექტი უკან გაიწვიოს.
„ამასთან, ვენეციის კომისია ამბობს, რომ გაიწვიეთ. არ შეიძლება ამ კანონის მოდიფიკაცია, რაც სალომე ზურაბიშვილმაც თქვა, ვეტოს დადების კონტექსტში“, - აღნიშნა დეკანოიძემ.
0
0