
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა ვენეციის კომისიის დასკვნას სამარცხვინოს უწოდებს.
მისი თქმითა, საქართველოში ერთსქესიანთა ქორწილი და მათთვის შვილის აყვანის შესაძლებლობა არასდროს დაკანონდება.
"ვენეციის კომისია გვეუბნება - განსხვავებული ორიენტაციის მქონე პირებს აქვთ უფლება, რომ შვილი აიყვანონ, ტერმინი ჰეტეროსექსუალი ამოიღეთო, ამ კანონს თუ მაინც მიიღებთ, იქნებ, ისე ქნათ, რომ ერთსქესიანთა პირებს ქორწინების პრობლემა არ შეექმნათო.
ახლა, ვენეციის კომისიას რა პასუხი უნდა დავუბრუნო ამაზე?! არა და არასდროს, ეს იქნება ჩვენი პასუხი.
ეტყობა ვერ გაიაზრეთ ამ ქვეყნის მოსახლეობის ისტორიის, კულტურის, ადათ-წესების შესახებ, თორემ ასეთი სამარცხვინო დასკვნა, წესით, არ უნდა დაეწერათ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ვენეციის კომისია „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებას აქვეყნებს.
ვენეციის კომისიის მოსაზრებაში ნათქვამია, რომ ვენეციის კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეხება ძალიან სენსიტიურ საკითხებს, იწყება იმ პერიოდში, რომელიც ხასიათდება ძლიერი და ხანგრძლივი მასობრივი პროტესტით, ძლიერი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი დაძაბულობით, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ეს ხდება არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, უგულებელყოფს რამდენიმე საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ წამოჭრილ შეშფოთებას.
0
0