08/12/2023
12:28
მსოფლიო
ვენეციაში ტურისტებისთვის სელფების გადაღება უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და დასხდომაზე უარი თქვეს, რის გამოც გონდოლა ამოყირავდა.
გონდოლის მენიჩბე ხიდის ქვეშ გაძრომას ცდილობდა, როდესაც მგზავრებთან ერთად წყალში თავადაც აღმოჩნდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
მძღოლის სახიფათო მანევრი გონდოლაზე ადამიანების წონის ბალანსს მოითხოვდა, თუმცა ტურისტების ჯგუფმა მისი სიტყვები, რომ დამსხდარიყვნენ და ფოტოების გადაღება შეეწყვიტათ, არ გაითვალისწინა,. საბოლოოდ ინციდენტი გონდოლის ამოყირავებით დასრულდა, თუმცა მედიის ცნობით, ტურისტები ნაპირზე უსაფრთხოდ ამოიყვანეს.
2020 წლიდან ვენეციის გონდოლებზე ადამიანების რაოდენობის ლიმიტი შემცირდა — ქალაქის კლასიკური ტურებისთვის გონდოლაზე ადამიანთა რიცხვმა 6-იდან 5-მდე დაიწია, დიდ გონდოლებზე კი ტურისტთა რაოდენობა ადრე თუ 14 იყო, ახლა 12 გახდა.
0
0