31/07/2024
18:10
ტურიზმი
აგვისტოდან ვენეციაში ტურისტთა ჯგუფებზე შეზღუდვა წესდება. კერძოდ, ქალაქში შეიზღუდება 25 ადამიანზე მეტი რაოდენობის ჯგუფების დაშვება. ადგილობრივი ხელისუფლება ასევე კრძალავს გიდებისთვის ხმის გამაძლიერებლების გამოყენებას.
აღნიშნული ზომები მიმართულია ადგილობრივი მცხოვრებლების სიმშვიდის დასაცავად და ფეხით მოსიარულეთა თავისუფლად გადაადგილების უზრუნველსაყოფად.
ახალი წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმები 25-დან 500-მდე ევროს ოდენობით. თავდაპირველად აღნიშნული ზომები ივნისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ძალაში შესვლა აგვისტომდე გადავადდა.
შეზღუდვები გავრცელდება ვენეციის ცენტრზე, ასევე კუნძულებზე მურანო, ბურანო და ტორჩელო.
ტურისტთა ჯგუფებისთვის დაწესებული შეზღუდვებთან დაკავშირებით იმოქმედებს გამონაკლისი. კერძოდ, ჯგუფის წევრთა რაოდენობის დათვლისას ორ წლამდე ასაკის ბავშვების აღრიცხვა არ მოხდება. ასევე, შეზღუდვა მოხსნილია სტუდენტებისთვის ან საგანმანათლებლო ტურით ჩასული პირებისთვის.
აპრილში ვენეცია მსოფლიოში პირველი ქალაქი გახდა, რომელმაც ვიზიტორებისთვის გადასახადის სისტემა შემოიღო. ეს იყო საპილოტე პროექტი, რომელიც 29 დღეს გრძელდებოდა. ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, როგორ გაგრძელდეს პროექტი.
0
0