Salem Monkey Mountain ველური ბუნების პარკიდან გადაშენების პირას მყოფი სახეობის მაიმუნი გაიქცა. რუხი-ყავისფერი შეფერილობის ბარბაროსი მაკაკა (The Barbary macaque) 24 საათზე მეტია არავის შეუმჩნევია პარკის ტერიტორიაზე.
სამყაროში ამ ჯიშის 8000-ზე ნაკლები მაიმუნი დარჩა.
ბარბაროსი მაკაკა, ასევე ცნობილი როგორც ბარბაროს მაიმუნი, სალემის მაიმუნების მთის ველური ბუნების პარკიდან გაიქცა, პარკი გერმანიის ბადენ-ვიურტენბერგის შტატში მდებარეობს. პარკის მენეჯერის, როლანდ ჰილგარტნერის აზრით, მაიმუნმა ხიდან ხეზე გადახტომით მოახერხა პარკის ტერიტორიის დატოვება.
"თუ ისინი [მაიმუნები] ცოტა სპორტულები არიან, აქედან გადახტომაც შეუძლიათ". - თქვა მან.
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაში შეყვანილი მაიმუნი ბოლოს პარასკევს დილით, გზის პირას, ველური ბუნების პარკიდან 3.5 კილომეტრში შენიშნეს.
"არც ერთი ცხოველი ჯერ არ ყოფილა პარკიდან ასე შორს". - თქვა ჰილგარტნერმა, რომელიც უკვე 17 წელია ამ პარკში მუშაობს.
პარკის ღობე შექმნილია ისე, რომ გაქცევა გაუჭირდეთ, თუმცა გაქცეულებისთვის დაბრუნება უფრო ადვილია. პარკის მენეჯერის თქმით, ადრე გაქცეული მაკაკები საბოლოოდ უკან ბრუნდებოდნენ.
მას ასევე სჯერა, რომ გაქცეული პრიმატი პარკის მიღმა გადარჩენას მოახერხებს, მისი თქმით, ისინი იკვებებიან მცენარეული საკვებით, ზოგჯერ მწერებით. "მან შესაძლოა ბაღებში ერთი-ორი ვაშლიც იპოვოს" - დაამატა პარკის მენეჯერმა.
0
0