10/01/2025
19:24
მსოფლიო
ველოდები მსოფლიოში რუკების ხელახლა დახატვას, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.
მაიკ უოლცის თქმით, მომავალი ადმინისტრაციის პოლიტიკაში გრენლანდიის საკითხი აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება.
„არის რუსეთი, რომელიც ცდილობს, გახდეს არქტიკის მეფე 60-ზე მეტი ყინულმჭრელით, ზოგიერთი მათგანი ატომურ ენერგიაზე მუშაობს. იცით, ჩვენ რამდენი გვყავს? ორი და ერთს ახლახან ცეცხლი გაუჩნდა. ეს ეხება კრიტიკულ მინერალებს, ეს ეხება ბუნებრივ რესურსებს. საქმე ისაა, რომ ახლა, როდესაც პოლარული ყინულის ქუდები უკან იხევს, ჩინელები აშენებენ ყინულმჭრელებს და მოძრაობენ იქ. ასე რომ, ეს არის ნავთობი და გაზი, ეს არის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება. დანია შეიძლება იყოს შესანიშნავი მოკავშირე, მაგრამ გრენლანდია, რომელზედაც ის ახორციელებს ოპერატიულ კონტროლს, არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ერთგვარი გარეუბანი. ის დასავლეთ ნახევარსფეროშია, მრავალი პრეზიდენტი ცდილობდა მის შემოტანას ჩვენს სფეროში. ვხედავთ გადაზიდვის ბილიკებს და გადაზიდვებს ჩრდილოეთის მხარეს, ცნობილ ჩრდილო-დასავლეთის გადასასვლელს. ეს ყველაფერი დაცული უნდა იყოს. ახლა ჩვენ არ გვაქვს არცერთი ბაზა ალასკის ჩრდილოეთ მხარეს და გვჭირდება, რომ კანადელები გააქტიურდნენ. ნატო-ს თავდაცვითი ხარჯებით ისინი ბოლო არიან. ეს არის ამერიკის ისევ გამოჩენა დასავლეთ ნახევარსფეროში, ეს ეხება კარტელებს, პანამის არხს, გრენლანდიას, ამერიკის ყურეს, მე ველოდები რუკების ხელახლა დახატვას. შეგიძლიათ, უწოდოთ მონროს დოქტრინა 2.0, მაგრამ ეს ყველაფერი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“-ს დღის წესრიგის ნაწილია და ის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო იგნორირებული“, – განაცხადა მაიკ უოლცმა.
0
0