-share.jpg)
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მომხდარი მკვლელობისათვის დაკავებულ 85 წლის კოლა გაბიტაშვილს შვილიშვილმა ფერმა გადაუწვა. შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვეჯინში, 85 წლის კოლა გაბიტაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით, მეხანძრე-მაშველი, 35 წლის ბექა ჯანიაშვილი მოკლა.
გაბიტაშვილი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ის ახლა გურჯაანის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და ბრალის წარდგენის მოლოდინშია.
ჯანიაშვილის ცხედარი უკვე გადაასვენეს საკუთარ სახლში, მას მეუღლე და 3 შვილი დარჩა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
0
0