03/08/2023
22:38
საზოგადოება
შოვთან ამ დრომდე იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც ახლობლებს ვერ უკავშირდებიან და ეძებენ.
ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ ვერ უკავშირდება ახლობლებს:
"პანსიონატი მამისონი, კოტეჯებია, ჩემი და მეგი გუტაშვილი, ძმა გიგი გუტაშვილ, დეიდა შორენა ბიჭაშვილი, დეიდაშვილები კოტიკო მაისურაძე, მარი მაისურაძე, ბიძაშვილი ნატო ჭელიძე და სამი პატარა ბავშვი- ლუკა, დუდაშვილი, ანდრია დუდაშვილი და ანასტასია დუდაშვილი ამ დრომდე არ უპოვიათ... მე როგორც ავყევი ვერტმფრენს და ვნახე, ყველაფერი არის გასწორებული. ერთხელ ამიყვანეს ვერტმფრენით და ვუთხარი, რომ ერთი სტრატეგიული ადგილია სადაც შეიძლება ხალხი გაქცეულიყო, ჩამომსვით, ვიცი, აქ ვარ გაზრდილი, ყველა ქვა და ხე ვიცი, ვუთხარი, რომ მე თვითონ წავალ, ვინმე გამომაყოლეთ, ჩემი ძალებითაც დაგეხმარებით, რომ ვიცოდე სად იყვნენ დაახლოებით ბოლოს. არავინ არ მპასუხობს, შეიძლება ყველა ჩამარხულია, არავინ არ მპასუხობს...
35 კაცი იუსტიციის სახლიდან ამზომველების ჯგუფი, ამის გარდა დედა, ბებია და შვილიშვილი, არც ერთი არ გამოუყვანიათ, არც ერთი კონტაქტზე არ გამოდის , ლაფით არის სავსე მთელი შოვი და ვითხოვ, რომ სამაშველომ, რომელსაც აქვს ფანარი, ამიყვანონ, დამსვან ე.წ. რკინის წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომ მე თვითონ წავიდე და ვნახო...არავინ პასუხს არ მცემს და მეუბნებიან, რომ ბოდიში ვერტმფრენით ვერ აგიყვანთ იმიტომ რომ დაღამდა..." ამბობს “მთავარ არხთან” მოქალაქე, რომელიც ვერტმფრენის გამოყოფასა და ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლების ჩასვლას ითხოვს.
0
0