08/02/2022
12:30
საზოგადოება
ამერიკული დიპლომის აღება ახლა უკვე საქართველოში, ქვეყნის დატოვების გარეშეც შესაძლებელია. აშშ-ში აკრედიტებული ვებსტერის უნივერსიტეტი ახლა უკვე ადგილობრივადაც ოფიციალურად ავტორიზებულია და სტუდენტების პირველ ნაკადს წელს ჩარიცხავს. პროგრამები, რომლის განხორციელებას ფილიალი საქართველოში გეგმავს შემდეგია: საბაკალავრო საფეხური - საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტი, მასკომუნიკაციები. სამაგისტრო საფეხური - საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირება. მომდევნო წლიდან კი აღნიშნულ ჩამონათვალს მედიის კვლევების სამაგისტრო პროგრამაც დაემატება. აღსაღნიშნავია, რომ ვებსტერის უნივერსიტეტი აკრედიტებულია აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC) - ის მიერ, აკრედიტაცია ფარავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს მსოფლიოს ყველა კამპუსში, საქართველოს ჩათვლით. ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით პროგრამები აკრედიტებულია მსოფლიოს ერთერთი უმაღლესი რანგის აკრედიტაციის ორგანოს, Accreditation Council for Business Schools and Programs (ACBSP)-ს მიერ.
საქართველოს ფილიალში ჩარიცხულ სტუდენტებს აგრეთვე ექნებათ შესაძლებლობა ერთი ან რამდენიმე სემესტრი გაატარონ ვებსტერის უნივერსიტეტის მათთვის სასურველ კამპუსში, მსოფლიოს 50მდე ლოკაციაზე და ისარგებლონ ყველა იმ ბენეფიტით, რასაც აღნიშნული უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს. საბაკალავრო პროგრამების წლიური საფასური 7900 აშშ დოლარი იქნება, სამაგისტრო პროგრამების წლიური საფასური კი 8600 აშშ დოლარი. მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ ვებსტერის უნივერსიტეტის აშშ-ს ოფისის გადაწყვეტილებით, პირველ წელს, საქართველოს ფილიალში ჩარიცხული სტუდენტები საჩუქრად მიიღებენ საგრანტო დაფინანსებას 1000 აშშ დოლარის ოდენობით.
9 თებერვალს 16:00 საათზე, ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში პირველი ღია კარის დღე ჩატარდება.
დაინტერესებულ კანდიდატთა წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს მითითებულ ბმულზე
0
0